გაკვეთილის გეგმა.

გაკვეთილის  გეგმა

თემა:  თვითმართველობა   საჯარო   სკოლაში

კლასი: IX  კლასი

მიზანი: ამ  გაკვეთილის  მიზანია   მოსწავლეები  გაეცნონ  რას  ნიშნავს  თვითმართველობა  საჯარო  სკოლაში.  თვითმართველობის  კავშირები  საჯარო  სკოლაში  არსებულ  სხვადასხვა  რგოლებთან  და  ერთობლივად  განხორციელება  სხვადასხვა  პროექტების.

ამოცანები: მოსწავლეებმა  უნდა გაითავისონ საკუთარი  რგოლი  სკოლის   მართვაში და  ასევე  სკოლის მართვაში  მოსწავლეების  აქტიურობით  ჩართონ:  სამეურვეო  საბჭო, სკოლის  ადმინისტრაცია,  მოსწავლეები,  მასწავლებლები,  მშობლები,  ადგილობრივი  თემი  და  ადგილობრივი  თვითმართველობა.

აქტივობები:I-ასოციაციური  კავშირების  რუკის  პროვოცირებით  მოსწავლეებთან  დავსვათ  კითხვა:  რა  არის  სკოლის  თვითმართველობა?

II-  კლასი  გავყოთ  სამ ჯგუფად:  პირველ  ჯგუფს  მივცეთ  წყარო  პირველი<  საქართველოს  კანონი  ზოგადი  განათლების  შესახებ.  10 წთ.   მეორე  ჯგუფს  წყარო  ორი,  საქართველოს კანონი  ზოგადი  განათლების  შესახებ.  10  წთ.     მესამე,  დამკვირვებლების  ჯგუფი,  რომელიც  ასევე  გააკეთებს  ამ  ორი  ჯგუფის  შეფასებას.  5  წთ.

III- თითოეული  ჯგუფი  აკეთებს  პრეზენტაციას.  5წთ.

IV-  გაიმართება იგივე  თემაზე  დისკუსია,  სადაც  მესამე  ჯგუფი  ერთვება. 5წთ

V- ასევე  კითხვა  პასუხის  რეჟიმი   ამ სამივე  ჯგუფს  შორის  და  ამავდროულად  პედაგოგიც  ერთვება  დისკუსიაში.   5 წთ.

დრო: 45 წთ.

შეჯამება: მასწავლებელი კიდევ  ერთხელ  აძლევს  განმარტებას  სკოლაში  არსებულ  სხვადასხვა რგოლების  როლზე  და მათ  თანამშრომლობაზე.   3წთ.

შეფასება: ინდივიდუალური,   რუბრიკებით,  თვითშეფასება.   1 წთ.

საშინაო  დავალება:შემდეგისათვის  მოიძიონ  ან  საკუთარი  აზრი  ჩამოაყალიბონ  სკოლაში  არსებულ  სხვა  რგოლებზე  მაგალითად:  სამეურველო  საბჭოს  და სკოლის  ადმინისტრაციის  უფლება მოსილების  კონფეტენციაზე.       1 წთ.